მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები 100 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დაათევზიანეს. დათევზიანების პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამინისტროს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარომადგენლები მონაწილეობდნენ. … Continue reading მდინარე ბაწარას და ალაზნის შენაკადები 100 000 ერთეული ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა